ვენესუელაში სასამართლოს შენობას ყუმბარები დაუშინეს

  11:18:13     28-06-2017

ვენესუელის უზენაესი სასამართლოს შენობას ვერტმფრენიდან ყუმბარები დაუშინეს. შემთხვევის დროს ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა.

„ვიღაცამ ვერტმფრენიდან რამდენიმე ყუმბარა ჩამოაგდო, რომელიც არ აფეთქდა. უზენაესი სასამართლოს შენობაში ღონისძიება ტარდებოდა. ამას შეეძლო მსხვერპლი გამოეწვია“, - აღნიშნა ნიკოლას მადურომ.  

მისივე თქმით ეს ტერორისტული თავდასხმა იყო.

როგორც გაირკვა, უზენაესი სასამართლოს შენობაზე თავდასხმა პოლიციისათვის მოპარული ვერტმფრენით განხორციელდა. 

პრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებს აფრთხილებს, რომ ამბოხისა და მისი მთავრობის ჩამოგდების მცდელობის შემთხვევაში, იარაღს ხელში აიღებენ და ომს გამოაცხადებს.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციები ქვეყანაში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.