ნინოწმინდაში ქმარმა ცოლი მოკლა

  22:13:00     27-06-2017

ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში, 71 წლის მამაკაცმა, 69 წლის ცოლი მოკლა. გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა, შემდეგ კი თავად მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა. 

გარდაცვლილი სოფლის საბაზო სკოლის დირექტორი იყო. 

მომხდარზე გამოძიება ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.