უკრაინაში მსხვილ კომპანიებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

  18:18:25     27-06-2017

უკრაინაში  მსხვილ კომპანიებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ბანკებზე, მინისტრთა კაბინეტზე და აეროპორტზე. ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა,შედეგად  Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე კომპიუტერების მუშაობა შეწყდა.
რამდენიმე დეპუტატი სოციალური ქსელების საშუალებით წერს, რომ მათი კომპიუტერები მოულოდნელად გაითიშა, შემდეგ კი ეკრანზე უცნაური წარწერები გაჩნდა. 

დაბლოკილია  რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდებიც, მათ შორის 24 -ე არხის, "კორესპონდენტის", რადიო "ლუკსის" და რადიო "მაქსიმუმის" ვებგვერდები.