კიევში ავტომობილის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
12:59:15     27-06-2017
კიევში ავტომანქანა აფეთქდა, შედეგად ერთი ადმიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა სმოლენსკაიასა და ალექსეევსკაიას ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა, შემთხვევის ადგილას საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი, კრიმინალისტები, ექიმები და მაშველები მუშაობენ.
„ამჟამად ვადგენთ აფეთქების მიზეზსა და გარემოებას. განვიხილავთ შემთხვევისთვის სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემის საკითხს“, - აცხადებს კიევის პოლიცია.
ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ძლიერი აფეთქების შედეგად მერსედესის მარკის ავტომობილის ნაწილები 100 მეტრის რადიუსში აღმოაჩინეს.
კამერამ აფეთქება დააფიქსირა, კადრში კარგად ჩანს, რომ შემთხვევა დღის მონაკვეთში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შს სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
როგორც გაირკვა, დაღუპული პირი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო იყო. რაც ცხადყობს, რომ ეს დაგეგმილი ტერაქტი იყო.