გატაცებული მექსიკელი ჟურნალისტი დამწვარი იპოვეს

  12:19:38     27-06-2017

მექსიკელი ჟურნალისტი სალვადორ ადამე, რომელიც ერთი თვე გატაცებული ჰყავდათ, დამწვარი იპოვეს. ინფორმაციას  ქვეყნის პროკურატურის წარმომადგენლებმი ადასტურებენ.

ჟურნალისტის ცხედარი 14 ივნისს აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე არ იყო ცნობილი მისი ვინაობა.

სალვადორ ადამე ადგილობრივი ტელევიზია 6TV-ის დამფუძნებელი იყო, აღსანიშნავია, რომ მას ადრეც ემუქრებოდნენ, ჟურნალისტი ხელისუფლებას ზეწოლაში სდებდა ბრალს. თუმცა, როგორც   პროკურატურაში  ამტკიცებენ, მომხდარი ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. 

ერთი კვირის წინ, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც აღიარებდა, რომ  ადამეს მკვლელობა ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერმა შეუკვეთა, მოტივი კი პირადი უთანხმოება იყო.