სირია, შესაძლოა, ახალი ქიმიური თავდასხმისთვის ემზადებოდეს

  11:06:40     27-06-2017

BBC-ის ცნობით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შესაძლოა, ახალი ქიმიური თავდასხმისთვის ემზადებოდეს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, სირიაში ამ მხრივ აქტივობა შეინიშნება, რაც ანალოგიურად ხდებოდა  აპრილში ქიმიური თავდასხმის წინ.  მათივე განცხადებით, თუ კი სირია მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს ეს მათ ძვირად დაუჯდებათ.

 იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე მატულობს და ბოლო მონაცემებით, მოწამვლის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა.