სტამბოლში გეი აღლუმში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს

  11:25:37     26-06-2017

სტამბოლში გეი აღლუმი, იგივე სიამაყის მარში ჩატარადა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

ამ დღეს, ლგბტ პირები და მათი მხარდამჭერები, სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად ყველა პირისთვის, სამოქალაქო უფლებების დაცვის მოთხოვნით ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მართავენ მარშს ატარებენ.

როგორც ცნობილია, თურქეთში სექსუალური უმცირესობების მსვლელობა აკრძალეს, თუმცა ამის მიუხედავად,  აქტივისტები მაინც შეიკრიბნენ და ლგბტ პირთა უფლებების დაცვა მოითხოვეს. დემონსტრაციის მონაწილეთა შესაჩერებლად ტაქსიმზე  ასეულობით სამართალდამცავი  იყო მობილიზებული. მათ მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს, წინააღმრდეგობის შემდეგ კი, პოლიციელებმა პროტესტანტების მიმართ რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რამდენიმე პირი კი დააკავეს.