კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

  11:01:50     26-06-2017

კოლუმბიაში ტურისტებით სავსე ხომალდი ჩაიძირა.   შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე  28 დაკარგულად ითვლება. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ტბა პენიოლიზე გემს 170 ტურისტი გადაჰყავდა. 

თვითმხილველთა განცხადებით, გემის ჩაძირვის მიზეზი მისი გადატვირთულობა გახდა. როგორც გაირკვა არც ერთ მგზავრს სამაშველო ჟილეტი არ ეცვა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

მაშველები დაკარგულებს ეძებენ და დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.