სროლა ვაჟა-ფშაველაზე - გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი
01:22:36     25-06-2017
27 წლის მამაკაცი ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შემთხვევა, 24 ივნისს, დაახლოებით 23:40 საათზე მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გარდაცვლილს სამი ტყვია მოხვდა ყელის, მხრისა და მუცლის არეში.
ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.
შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.