კრიშტიანუ როლანდუ ესპანეთის საგადასახადო სამსახურის მიერ დაწესებული გადასახადის გადახდას არ აპირებს

  15:43:04     23-06-2017

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია. მას ბრალად ედება თაღლითობა, გადასახადის დამალვის გამო 2011-2014 წლებში, რისთვისაც კრიშტიანუს, ესპანეთის საგადასახადო სამსახური 14.5 მილიონი ევროს გადახდას თხოვს, თუმცა როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, ის ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

კრიშტიანუს საქმის მოსმენა 31 ივლისსაა ჩანიშნული, მანამდე კი რონალდუმ ავტორიტეტული საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Baker&Mckenzie-ს ორი იურისტი დაიქირავა.

მას შემდეგ, რაც კრიშტუნუს ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მასთან დაკავშირებით ცნობილი ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.