ლონდონის პოლიცია მასშტაბური ხანძრის გამომწვევ მიზეზს ასახელებს

  15:18:00     23-06-2017

ლონდონის პოლიცია „გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს ასახელებს. მათი განცხადებით, ხანძარი Hotpoint-ის ფირმის FF175BP მოდელის  გაუმართავმა მაცივარმა გამოიწვია.

მაცივრის მწარმოებლები ამჟამად ამ მოდელის  მაცივრის ექსპერტიზას ატარებენ. 

„ჩვენ ვიცით, რომ ხანძარი განზრახ გაჩენილი არ იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
 
14 ივნისს ლონდონში მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლში „გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა.