ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
13:32:24     23-06-2017
ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 პირს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
გარდა ამისა, ე.წ კანიბალიზმის საქმეზე 3 პირს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.
შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის ნოემბერში მოხდა. გამოძიების ვერსიით, ირმა ყოჩიაშვილმა, ბექა ყოჩიაშვილმა და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა მძიმე გარემოებებში მოკლეს ირმა ყოჩიაშვილის 76 წლის დედა.
გარდაცვლილის დანაწევრებული გვამი გლდანის ნაგავსაყრელზე იპოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.