ინციდენტი ყვარელში - მამამთილმა რძალს თოფი ესროლა

  11:53:12     23-06-2017

ინციდენტი მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში. მამათილმა რძალს თოფი ესროლა.

26 წლის თამარ თამაზაშვილს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი უტარდება.

მეზობლების ინფორმაციით, ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს, კერძოდ კი ეჭვიანობას უკავშირდება. 75 წლის დიმიტრი გივიშვილი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.