
უშგულში კოშკი ჩამოინგრა, რომელიც სავარაუდოდ მე-14 - მე-15 საუკუნით თარიღდება
00:19:24     23-06-2017
უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა. კოშკის ჩამონგრევის მიზეზი სვანეთში ბოლო დღეებში წვიმიანი ამინდი გახდა.
დანგრეულია კოშკზე მიდგმული სახლიც.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაზარალებულა.
მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილზე ჩავლენ სპეციალისტები და ამის შემდეგ გადაწყდება, კოშკის აღდგენითი სამუშაოების დაწყების პროცესი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სვანეთში 150-მდე კოშკი სავალალო მდგომარეობაშია.