რუსმა ჰაკერებმა აშშ-ს 21 შტატში საარჩევნო სისტემა გატეხეს

  18:32:32     22-06-2017

რუსმა ჰაკერებმა, აშშ-ის 21 შტატში საარჩევნო სისტემა გატეხეს და მათში შეაღწიეს. მანამდე მათ მთავარ სამიზნეს  2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენდა.

უწყების განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საარჩევნო სისტემის გატეხვამ ბიულეტინების გაყალბება გამოიწვია. უსაფრთხოების დეპარტამენტი არ აკონკრეტებს თუ რომელ შტატებზეა კონკრეტულად საუბარი.

ამერიკის საგამოძიებო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. კრემლი კი ამას კატეგორიულად უარყოფს.