ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი მიმდინარეობს

  18:05:25     22-06-2017

BBC-ის ინფორმაციით, ამ წუთებში ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ორი დღე გაგრძელდება.

ბრიუსელში სულ 28 ქვეყნის ლიდერია შეკრებილი, ისინი უსაფრთხოებისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობენ. განსახილველ საკითხებს შორის არის Brexit-ი და ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის თემა.

ქალაქში, 21 ივნისს  მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

ეს შეხვედრა იმით გამოირჩევა, რომ მასში პირველად იღებს მონაწილეობას საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.