"საფრანგეთის ჩაბმა ლიბიის ომში შეცდომა იყო"

  17:30:53     22-06-2017

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლიბიაში 2011 წელს კოალიციის შეიარაღებული ძალების შეჭრას შეცდომა უწოდა. მაკრონის ინტერვიუდან ნაწყვეტს Corriere della Sera აქვეყნებს. 

"საფრანგეთს არ მიუღია ერაყის ომში მონაწილეობა და ამაში მართლები ვიყავით, მაგრამ ის ჩაება ლიბიის ომში და ეს იყო შეცდომა. როგორი შედეგები მოიტანა ამ შეჭრამ? განადგურდა სახელმწიფო, სადაც ამჟამად ტერორისტული ჯგუფები ყვავიან. მე არ მსურს, რომ ეს სირიაში განმეორდეს," - განაცხადა მაკრონმა. 

ამჟამად ლიბიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო 2011 წელს კოალიციის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ. იმავე წლის მარტში გაეროს უშიშროების საბჭომ ინტერვენციის სანქცია გასცა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შესაიაღებული ძალებისაგან. საფრანგეთის ავიაციის მიერ ავტოკოლონის დაბომბვის შემდეგ, სადაც კადაფი იმყოფებოდა, ის დააპატიმრეს და მოკლეს ამბოხებულებმა.