![აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ოვალურ კაბინეტში გაიმართა აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ოვალურ კაბინეტში გაიმართა](http://presa.ge/img/multimedia/a68007.jpg)
აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ოვალურ კაბინეტში გაიმართა
10:43:57     21-06-2017
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეტრო პოროშენკოს თეთრ სახლში უმასპინძლა.
შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ამერიკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა, - „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტის მიღება ვაშინგტონში. უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჩემსა და პოროშენკოს შორის“.
კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც, მისი თქმით შეხვედრა დეტალური და სრულფასოვანი იყო.
„ჩვენ აშშ-ს მხრიდან მივიღეთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა, აშშ მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთისგან უნდა მოვითხოვოთ შეთანხმებათა სრული იმპლემენტაცია, თანაც უსაფრთხოების პაკეტით“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ პოროშენკოს შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან იყო დაგეგმილი, მაგრამ ტრამპთან შეხვედრა ბევრ კითხვას აჩენდა.