ბრიუსელში, მეტროს სადგურზე პოლიციამ მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა
10:39:48     21-06-2017
ბრიუსელში მეტროს ცენტრალურ სადგურზე პოლიციამ ერთი მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა, მას თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. როგორც ადგილობრივები და პოლიცია აცხადებს, მანამდე ამავე ტერიტორიაზე მცირე აფეთქების ხმა იყო.
ამ დრომდე ცენტრალურ მოედანზე ყველა შესასვლელი დაკეტილია. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს,რომ დროებით ამ და მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკონ.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა აღნიშნულ პირს. სამართალდამცავების განცხადებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ბელგიის პროკურატურამ კი მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თვითმკვლელი ისლამისტების ლოზუნგებს გაჰყვიროდა.