სომალში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

  16:51:26     20-06-2017

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ავტომობილის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა დანაღმული იყო. შემთხვევა სამთავრობო შენობასთან მოხდა.

მოგადიშოს გუბერნატორის აბდულფათიჰ ხალანეს განცხადებით,  დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „აშ-შაბაბმა“ აიღო. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ერთ-ერთ რესტორანში სომალის დედაქალაქის ცენტრში, დანაღმული ავტომობილი რესტორანთან აფეთქდა. რის შედეგადაც  31 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 40-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.