![გარდაცვლილი ამერიკელი სტუდენტის მშობლები ემოციურ წერილს აქვეყნებენ გარდაცვლილი ამერიკელი სტუდენტის მშობლები ემოციურ წერილს აქვეყნებენ](http://presa.ge/img/multimedia/a67962.jpg)
გარდაცვლილი ამერიკელი სტუდენტის მშობლები ემოციურ წერილს აქვეყნებენ
13:32:06     20-06-2017
ამერიკელი სტუდენტის ოტო უორმბიერის მშობლები, მშვილის გარდაცვალების შემდეგ, ემოციურ წერილს აქვეყნებენ.
„როდესაც ოტო შინ დაბრუნდა, მას არც საუბარი და არც ჩვენი დანახვა არ შეეძლო, ის არაფერზე რეაგირებდა. ძალიან ნატანჯი იყო და საშინლად გამოიყურებოდა. ჩვენ მის ხმას ვეღარ გავიგონებთ. ის მშვიდად განისვენებს, რადგან უკვე სახლშია და დარწმუნებულები ვართ, ოტო ამას გრძნობს.
ჩვენს შვილს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ძალიან სასტიკად და არაადამიანურად მოექცა“, - აღნიშნულია წერილში.
22 წლის ამერიკელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ოჯახის ინფორმაციით, უორმბიერს ტვინი ჰქონდა დაზიანებული.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მტკიცებით, უორმბიერმა სასტუმროდან პოლიტიკური პოსტერი მოიპარა. მოგვიანებით კი გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ტირის ამერიკელი სტუდენტი. 2016 წლის მაისში გამართულ სასამართლოზემან დანაშაული აღიარა და პატიება ითხოვა.