„აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ციხეში პატიმრობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს“

  12:51:39     20-06-2017

გამოიყენებს თუ არა ევროპული სასამართლო აფგან მუხთარლისთვის პატიმრობის შეჩერების მექანიზმს და დაავალებულებს თუ არა ის ბაქოს, გაათავისუფლოს ჟურნალისტი, აფგან მუხთარლის დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოდან ამ კითხვებზე პასუხის მოლოდინშია.

არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანულ მხარეს გამოძიების დეტალების დასადგენად და დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად წერილობით უკვე მიმართა. 

„აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის ციხეში პატიმრობა საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც ჩვენ მივმართეთ ევროპის სასამართლოს,“ - აცხადებს ჩოფიკაშვილი. 

პარალელურად, აფგან მუხთარლის დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოში აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება.