ინდაური ბრინჯით

  10:30:16     02-05-2011

მასალა: 400 გრამი ინდაურის ფილე, 1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 1 შეკვრა მწვანე ხახვი, 100 გრამი დაჭრილი სოკო, 1 ცალი სტაფილო, 500 გრამი მოხარშული ბრინჯი, 4 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი წყალი, ქინძი, მარილი – გემოვნებით.

 

გაცხელებულ, კარაქიან ტაფაზე მოვხრაკოთ მწვანე ხახვი, 1 წუთის განმავლობაში, დავამატოთ დაჭრილი სოკო და კიდევ 2 წუთი ვხრაკოთ. შემდეგ ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, 400 გრამი პატარა ნაჭრებად დაჭრილი ფილე და 3 წუთის განმავლობაში შევწვათ. ამის მერე ჩავუმატოთ მოხარშული ბრინჯი, სოიოს სოუსი, თაფლი, მარილი და წყალი. შევწვათ ხუთი წუთი და თან ვურიოთ. ბოლოს გავაფორმოთ დაჭრილი ქინძით.