აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან

  12:28:20     20-06-2017

დღეს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი წარმართავს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი, როგორც უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა თეთრ სახლში უფრო ადრე გაიმართება, ვიდრე პუტინთან შეხვედრა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება. 

აშშ-ის პრეზიდენთან  შეხვედრის გარდა, პოროშენკოს დაგეგმილი აქვს აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან ჯეიმსონ მეტისონთან შეხვედრაც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ილაპარაკებენ და განიხილავენ ოფიციალურ მოსკოვზე ზეწოლის გზებს.