ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალების გამო აშშ-ს ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

  10:42:15     20-06-2017

BBC-ი ამერიკელი სტუდენტის   ოტო უორმბიერის გარდაცვალების შესახებ იუწყება. როგორც ცნობილია, 22 წლის სტუდენტი ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. ის 15 თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული, აშშ-ში მისი გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ახალგაზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აშშ-ს ექიმებმა მას ტვინის უჯრედების მასობრივი კვდომა დაუდგინეს. 

აშშ-ის ადმინისტრაცია ამერიკელი სტუდენრის ოტო უორმბირის სიკვდილში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელი სტუდენტის ბედი მაგალითი იქნება შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის, რომ ამდაგვარი ტრაგედიები მომავალში  თავიდან აიცილოს.

აშშ-ის სახემმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა პასუხისმგებელია ოტო უორმბირის უკანონო დაპატიმრებაში. მან კორეას სამი ამერიკელის გათავისუფლება მოსთხოვა, რომლებიც ამჟამად ფხენიანის ციხეში იმყოფებიან.
ოტო უორმბიერის გარდაცვალების გამო, ჩრდილოეთ კორეას ადმაშაულებს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე იანიც.