სროლა აშშ-ის სასამართლოში - დაშავდა ორი პოლიციელი

  09:23:12     20-06-2017

აშშ-ის ტენესის შტატის სასამართლოს შენობაში სროლის შედეგად სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ შტატის საგამოძიებო ბიურო იუწყება. უწყების ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაიღუპა.

სასამართლოში პროცესზე გადაყვანილმა მსჯავრდებულმა შერიფის ერთ-ერთ თანაშემწეს იარაღი წაართვა და სროლა დაიწყო. სააგენტო პოლიციაზე დაწყრდონით წერს, რომ დამნაშავე სასამართლოს შენობიდან გაიქცა და სავარუდოდ თავი მოიკლა.