ბათუმში ველოსიპედისტს ავტომობილი დაეჯახა

  14:38:24     19-06-2017

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე (დელფინარიუმთან), მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. 

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის კაცი, მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მუხლით მიმდინარეობს.