მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა

  12:03:38     19-06-2017

გაეროს ლტოლვილთა  სააგენტომ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც 2016 წელს, მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულების მაჩვენებელმა 65,6 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც რეკორდულ შედეგებზე მეტყველებს.

2016 წლის ბოლოსთვის  წლიური ანგარიშის თანახმად,  მათი რიცხვი 2015 წელთან შედარებით 300,000 -ით გაიზარდა. თუმცა 2014-2015 წლებთან შედარებით, რაოდენობა საგრძნობლად არ შეცვლილა, რადგან ამ პერიოდში 5 მილიონ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის იძულებით დატოვება. 

გაეროს ლტოლვილთა განსახლების სააგენტოს კომისარის ფილიპო გრანდის  განაცხადებით,  ეს საერთაშორისო დიპლომატიის წარუმატებლობის შედეგია. „სამყარომ, როგორც ჩანს, ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება, იძულებითი გადაადგილება ომის სიმბოლოა, რომელიც არასოდეს დასრულდება"-განაცხადა მან.

ფელიპო გრანდიმ ასევე აღნიშნა, რომ დევნილთა 84%  ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობს. „როგორ უნდა მოვთხოვო რარიბ ქვეყნებს მილიონობით დევნილის მიღება, როცა მდიდარი ქვეყნები არ ღებულობენ მათ"-განაცხადა გეროს კომისარმა ფილიპო გრანდიმ.