ლონდონში მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითებს დაეჯახა

  10:36:42     19-06-2017

ლონდონში, , ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა  კი დაშავდა. გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, - „ეს შემზარავი და საშინელი ინციდენტია“.როგორც დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭო იუწყება, მძღოლმა გამიზნულად გადაუარა ხალხს, რომლებიც, საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდნენ. 

ხალხმა მიკროავტობუსის მძღოლი  დააკავა და პოლიციას გადასცა.  მას ახლა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდება. იმ დროისთვის,  ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ლონდონში უსაფრთხოების ნორმები ამ დრომდე გამკაცრებულია.