1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული - ავტოავარია კახეთში

  13:35:56     16-06-2017

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ ზინობიანში „ოპელისა“ და „ბმვ“-ს ავტომანქანების შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

6 დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.