საქართველოში ნათესი ფართობების რაოდენობა შემცირდა

  12:14:57     16-06-2017

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ნათესი ფართობები 240 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.7 ათასი ჰექტარით ნაკლებია. 

სტატისტიკის მიხედვით, საშემოდგომო კულტურების (ხორბალი, ქერი) ფართობი 60.5 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც 2015 წელთან შედარებით 4.3 ჰექტარით მეტია. თუმცა, 28 ათასი ჰექტარით შემცირდა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები და 179.5 ათასი ჰექტარი შეადგინა. 

შემცირებულია საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი, პარკოსანი კულტურები), კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ფართობები.

რეგიონების მიხედვით შემცირება ფიქსირდება იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. პოზიტიური სტატისტიკაა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.