სამხრეთ აფრიკაში ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის მეუღლე მოკლეს

  18:37:37     15-06-2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში, ლესოთოს ახალი პრემიერ-მინისტრის თომას ტაბანეს მეუღლე მოკლეს.

ფაქტი ტაბანეს ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოხდა, მას ცეცხლი გაუხსნეს. გარდაცვლილი 58 წლის იყო. BBC იუწყება, რომ წყვილი უკვე 3 წელია ერთად აღარ ცხოვრობს.

მოსახლეობის აზრით, მკვლელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენის მიზნით განხორციელდა. 


„ყველამ ტრავმირებულია ამ მოვლენებით“, - აღნიშნავენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე  გამოძიება გრძელდება.