დავით ხარშილაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
18:10:07     15-06-2017
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დავით ხარშილაძეს თავდებშიდაუდგა„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც გარანტორი იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ხარშილაძის გათავისუფლების შემთხვევაში, ის მართლმსაჯულებას არ მიემალებოდა.
საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი 13 მარტს დააკავეს. 28 წლის დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.
თბილისის პროკურატურამ დავით ხარშილაძის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მარტის ბოლოს დაიწყო.