უგემრიელესი მსხლის ნამცხვარი კარამელით
17:01:42     15-06-2017
- კარაქი - 50 გ
- შაქარი - 50 გ
- კვერცხი - 1 ცალი
- ფქვილი - 150 გ
- მსხალი - 2 ცალი
- კარაქი - 150 გ
- შაქარი - 150 გ
- ფქვილი - 3 ს/კ
- კვერცხის ცილა - 3 ცალი
- შაქარი - 150 გ
ცომისთვის დარბილებულ კარაქში აურიეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ.
თანდათანობით შეურიეთ ფქვილი.
20 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და გადაიტანეთ ცომი ფორმაში, გაანაწილეთ ხელით, გაუკეთეთ მაღალი კიდეები. მოთავსეთ ფორმიანად ცომი მაცივარში ნახევარი საათით.
ამასობაში გაფცქვენით მსხალი, დაჭერით და დაალაგეთ გაცივებულ ცომზე.
კარამელის სოუსისთვის: ერთმანეთში აურიეთ კარაქი და შაქარი, დადგით ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. როცა ადუღდება, დაუმატეთ ფქვილი და ხელის ზამბარით თქვიფეთ სწრაფი მოძრაობით, რათა კარგად გაიხსნას ფქვილი. სანამ მასა ცხელია, მოასხით მსხალს.
შედგით ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთი.
ამასობაში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი, მკვრივი ბეზეს კონსისტენციის მიღებამდე.
დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურას 150 გრადუსამდე, გამოიღეთ ნამცხვარი, გაანაწილეთ ზედაპირზე ბეზე და კვლავ მოათვსეთ ღუმელის ქვედა თაროზე დაახლოებით 20-25 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.
გააგრილეთ ნამცხვარი და ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.
რჩევა: აჯობებს გამოიყენოთ დასაშლელი ფორმა.
გემრიელად მიირთვით!