საბურთალოზე აფთიაქი გაქურდეს

  12:18:13     15-06-2017

თბილისში, ვაჟა-ფშაველას 22 ნომერში კომპანია ფთიაქი „ბიომედიკა“ გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა.

კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ  სალაროდან დაახლოებით 200 ლარია წაღებული. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.