პენტაგონმა სირიაში სარაკეტო სისტემები განალაგა
12:11:06     15-06-2017
CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონმა სამხრეთ სირიაში, აშშ-ის კოალიციის ძალების ბაზასთან, სროლისთვის განკუთვნილი Himars-ის სარაკეტო სისტემები განალაგა.
სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს ამ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალას. ალ-ტანფის რაიონის ტერიტორია არაერთხელ გამხდარა აშშ-ს, სირიასა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზი.
იერიშების განხორციელება შესაძლებელია სარაკეტო სისტემებიდან 300 კილომეტრის დაშორებით. ამჟამად იქ სირიის ოპოზიციური ძალების წვრთნა მიმდინარეობდა, რომელსაც აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოალიციური ძალები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო იერიშების განხორციელებისთვის ამზადებენ.
„ამ ტერიტორიაზე ჩვენს საბრძოლო ძალა გავზარდეთ", - განუცხადა პენტაგონში, მიმდინარე თვის დასაწყისში ჟურნალისტებს ამერიკელმა პოლკოვნიკმა რაიან დილონმა
„ეს არის თავდაცვითი დარტყმები და მათ მეთაური აქვს უფლებამოსილება მიიღოს ნებისმიერი ქმედება, მე მხარს ვუჭერ ამას“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.
გასათვალისწინებელია, რომ აშშ 2014 წლიდან სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის და სირიის ოპოზიციას იარაღს აწვდის.