აშშ-ის პროკურორი ტრამპის გუნდის წევრების დაკითხვას იწყებს

  11:04:00     15-06-2017

აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მუელერი, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებას რუსეთის მხრიდან აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის  შესახებ აწარმოებს.

გასულ თვეს პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე გამოძიებას აწარმოებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ჯეიმს კომიზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

მუელერი ასევე ეძებს ტრამპის გუნდის წევრებს შორის შესაძლო ფინანსური დანაშაულების მტკიცებულებებს, რასთან დაკავშირებითაც პროკურორი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელების გამოკითხვას ატარებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ უარყო რუსეთსა და მას შორის  რაიმე შეთქმულების არსებობა.