“ Red Hot Chili Peppers” – ის დაბრუნება

  11:04:44     30-04-2011

პანკ-როკ ჯგუფმა “ Red Hot Chili Peppers” – მა გამოაცხადა, რომ პირველად ხუთი წლის განმავლობაში, 2011 წლის აგვისტოს დასასრულს, ახალ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ “NME” – ს ჯგუფის დრამერმა, ჩედ სმიტმა აცნობა.

ინტერვიუში სმიტმა განაცხადა, რომ ჯგუფს უკვე რამდენიმე ათეული ახალი სიმღერა აქვს შექმნილი, რომელთაგან ალბომში საუკეთესოები შევა. აგვისტოში გამოსული ალბომის სახელწოდება იქნება “Dr. Johnny Skinz Disproportionately Rambunctious Polar Express Machine-head”.

 

დღეისათვის, “ Red Hot Chili Peppers” – ის უკანასკნელი ალბომი 2006 წელს გამოსული “Stadium Arcadium” – ია. მისი გამოსვლის და ალბომის მხარდასაჭერად გამართული ტურნეს შემდეგ, ჯგუფმა დროებით შეისვენა. შემოქმედებითი შვებულების დროს, ვოკალისტი ენტონი კიდისი კინოთი დაკავდა, ჩედ სმიტმა სოლო დისკი ჩაწერა, ბასისტი ფლი უნივერსიტეტში მუსიკის თეორიას ასწავლიდა, ხოლო ჯონ ფრუსჩანტემ საერთოდ დატოვა ჯგუფი.

 

“Red Hot Chili Peppers” 1883 წელს, კალიფორნიაში შეიქმნა. მის მიერ შესრულებულ მუსიკაში შედის ალტერნატიული როკის, პანკ-როკის, ფსიქოდელიის ელემენტები. ჯგუფმა, არსებობის მანძილზე, “გრემის” შვიდი პრემია მოიპოვა და მთელ მსოფლიოში ალბომების გაყიდვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია.