“ენდერის თამაშების” ეკრანიზაცია დაიწყო
10:59:38     30-04-2011
“დედლაინის” ცნობით, კომპანია “ Summit Entertainment” – მა ორსონ სკოტ კარდის ფანტასტიკური რომანის, “ენდერის თამაშების” ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა.
ამ წიგნის მიხედვით, ფილმის გადაღების იდეა საკმაოდ ადრე გაჩნდა. 2002 წელს, კომპანია “Warner Bros” – მა კინოსურათის ეკრანიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. რეჟისორის კანდიდატურად ვოლფჰანგ პეტერსონი განიხილებოდა. ფილმი ეკრანებზე 2008 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ამას გარდა, 2008 წელსვე გამოცხადდა, რომ პეტერსონი პროექტზე აღარ იმუშავებდა.
დღეისათვის, “ენდერის თამაშების” რეჟისორად გევინ ჰუდი ითვლება. ის ფილმის სცენარზეც მუშაობს. “ენდერის თამაშები” პირველად 1985 წელს გამოიცა. წიგნში აღწერილი მოქმედება მომავალში ვითარდება. ნაწარმოების მთავარი გმირი ენდრიუ “ენდერ” ვიგინია.