ლონდონში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად კამპანია დაიწყო

  13:30:51     14-06-2017

ლონდონში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, სიგნალიზაციის სისტემა არ მუშაობდა. ადგილობრივების თქმით, შენობაში ცოტა ხნის წინ დასრულდა სარემონტო სამუშაოები. 

ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 6 ადამიანია გარდაცვლილი, 50-ზე მეტი კი საავდმყოფოშია გადაყვანილი, ჯერჯერობით მათი მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება ინფორმაცია. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ამ დრომდეა მობილიზებულია.

ლონდონში მდებარე რელიგიური ცენტრები, დაზარალებულებს თავშესაფარს სთავაზობენ. სოციალურ ქსელში კი დაზარალებულთა დასახმარებლად კამპანია დაიწყო ჰეშთაგით -#GrenfellTower.