Tejas МиГ-21 – ის ნაცვლად

  10:57:49     30-04-2011

ინდურმა კომპანია “Hindustan Aeronautics” – მა ახალი მოიერიშის Tejas – ის გამოცდა დაასრულა. ამის შესახებ “Flightglobal” იტყობინება. ამ პროცესში შედიოდა თვითმფრინავის გარკვეული მიზნებისა და შესაძლებლობების გამოცდა და აგრეთვე იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად შეუძლია საჰაერო დარტყმების განხორციელება ღამის საათებში.

ინდოეთის თავდაცვის და წარმოების კვლევის ორგანიზაციის მონაცემებით,

გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და მოიერიშის ღამის ოპერაციებში მონაწილეობის კარგ შესაძლებლობებში სპეციალისტები დაარწმუნა. შემდეგი გამოცდა ორი თვის შემდეგ მოხდება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ მოიერიშეს ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში სრულფასოვანი მონაწილეობის ნება დართონ.   

 

როგორც ირკვევა, Tejas მოძველებული საბჭოთა მოიერიშის МиГ-21 – ის შესაცვლელად შეიქმნა. თვითმფრინავს საათში 1,9 ათასი კილომეტრის განვითარება და დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მოიერიშე შეიარაღებულია 23 მილიმეტრიანი ქვემეხით, ასევე აქვს სხვადასხვა ტიპის რაკეტების შეჩერებისთვის განკუთვნილი რვა წერტილი. ამ მოიერიშის ბაზაზე ახალი სასწავლო-საბრძოლო ორადგილიანი თვითმფრინავის შექმნაც იგეგმება.