რეპერი „მასტერი“(გიორგი პავლიაშვილი) პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

  12:20:15     14-06-2017

Birja Mafia-ს საქმესთან დაკავშირებით, გიორგი პავლიაშვილი, რომელსაც საზოგადოება „მასტერის“ სახელით იცნობს, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. 

რეპერი პროკურატურაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

„პროკურატურაში მივდივარ დაკითხვაზე, კარგია რომ ოპერატიულად მუშაობს გამოძიება“, - წერს „მასტერი“ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 7 ივნისს მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სასამართლომ გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ისინი გირაოთი გაათავისუფლა.