ლონდონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

  12:14:25     14-06-2017

ლონდონში, გრენფელის კოშკიდან  ადამიანები გადარჩენას ითხოვდნენ. საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ვერ სახელდება.

ადგილზე 200-ზე მეტი სახანძროა მობილიზებული.  

ხანძარმა შენობა მთლიანად დააზიანა, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ კორპუსი ჩამოინგრეს. 

მოსახლეობის ევაკუაცია  ამ წუთებშიც მიმდინარეობს.