![ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაიწვა ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაიწვა](http://presa.ge/img/multimedia/a67693.jpg)
ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაიწვა
09:07:01     14-06-2017
ლონდონში მდებარე Grenfell-ის 27 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსიდან, რომელსაც ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა, მაშველებს ხალხი ამ დრომდე გამოჰყავს. ვრცელდება ინფორმაცია 15 დაშავებულის შესახებ. პოლიციის ინფორმაციით, მცხოვრებლებმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს.
ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40-მდე სახანძარო მანქანაა მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია, სამაშველო ოპერაცია შეფერხებებით მიმდინარეობს.
კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სამართალდამცველები შენობიდან გამოყვანილ ასობით ადამიანს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. სამაშველო ოპერაციის დროს პოლიციამ ხალხი უსაფრთხოების მიზნთ მიმდებარე სახლებიდანაც გამოიყვანა.
ლონდონის მერმა ხანძარს „მასშტაბური ინციდენტი“ უწოდა.
ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.