ღორის ხორცი ვაშლით

  10:51:24     30-04-2011

მასალა: 600 გრამი ღორის ხორცი, 2 სუფრის კოვზი ცხიმი, 1 თავი ხახვი, 2 ახალი ვაშლი, ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, ურცი, მარილი – გემოვნებით.

 

ღორის ხორცს მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში და ყველა მხრიდან შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში. გადავიტანოთ ქვაბში, მოვაყაროთ ურცი, დავასხათ რამდენიმე კოვზი წყალი და თავდახურული ვხრაკოთ დარბილებამდე. შემდეგ კიდევ ჩავუმატოთ წყალი და ჩავაყაროთ გათლილი და რგოლებად დაჭრილი ვაშლი. ყველაფერი ერთად მოვხარშოთ. როდესაც ხორცი დარბილდება, სოუსი გადავიტანოთ, ფქვილი ჩავამატოთ და წამოვადუღოთ. ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, მოვათავსოთ თეფშზე და დავასხათ სოუსი.