მიუნხენის რკინიგზის სადგურზე სროლის შემდეგ 1 ადამიანი დააკავეს

  12:55:00     13-06-2017

მიუნხენში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე  სროლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 

მიუნჰენის პოლიციის ცნობით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მძიმედ არის დაჭრილი პოლიციელი, რომელმაც თავდამსხმელს საბუთების წარდგენა მოსთხოვა.

დამნაშავემ იარაღი პოლიციელს ხელიდან წაართვა და უმისამართოდ სროლა დაიწყო.