შსს 12 ივნისის სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

  11:06:48     13-06-2017

შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 ივნისს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

12 ივნისს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში  სპეცოპერაციის დროს ოთხი პირი დააკავეს.