მკვლელობა ქარელში - მოკლულია დედა-შვილი

  10:36:24     13-06-2017

ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, კვირას ღამით მოხდა. მოკლულების ცხედრები მეზობლებმა მხოლოდ დღეს დილით აღმოაჩინეს.

ქალბატონები სოფელ ტახტისძირში მარტო ცხოვრობდნენ.

მოკლული დედა-შვილის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტყვიის მასრები. დედა-შვილის ცხედრები ჯერჯერობით ექსპერტიზაზე არ გადაუსვენებიათ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით უცნობია.