გიორგი ქებურია: ბრალი ვაღიარე, რადგან ჩემზე იყო ზეწოლა სამართალდამცველების მხრიდან

  16:26:29     12-06-2017

ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრმა გიორგი ქებურიამ გირაოთი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის გამო აღიარა ბრალი.  

„როგორც ყველასთვის ცნობილია, 7 ივნისს აგვიყვანეს, არანაირი ნარკოტიკული საშუალება ჩვენ არ გვქონია. დაკავების დროს საუბარი იყო კლიპზე და იმაზე, რომ უნდა დავსჯილიყავით. დაკავებული ვიყავით კლიპის გამო. არანაირი ნარკოტიკული საშუალება ჩვენ არ გვქონია. იყო კლიპზე საუბარი დაკავების დროს. კლიპმა გამოიწვია გაღიზიანება. პირადად ჩემთვის ნარკოტიკი არ ჩაუდიათ, თვალითაც არ მინახავს, უბრალოდ გაფორმდა. ბრალი ვაღიარე, რადგან ჩემზე იყო ზეწოლა სამართალდამცველების მხრიდან“, - განაცხადა  ქებურიამ.

ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ქებურიამ საზოგადოებას გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.