სასამართლომ პატიმრობიდან გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა

  15:41:24     12-06-2017

სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მეორე წევრიც გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქებურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 20 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

ქებურიას საქმის დაწყებამდე გაიმართა ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც პატიმრობიდან 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მთავარმა პროკურატურამ 11 ივნისს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, ბრალდების მხარე თანახმაა „ბირჟა მაფიას“ დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.  

გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.